საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს განაცხადა, რომ ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გააძევეს თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანის და რუსეთის მოქალაქეები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ქვეყანაში ხელახლა შესვლა აეკრძალათ.
აპრილის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრებაა. 13 მაისს, პაკეტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით 81 ხმით მიიღეს. წინააღმდეგ ხმა არც ერთმა დეპუტატმა მისცა. საკანონმდებლო პაკეტით, რომლის მიზანიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისკენ მიმართული სხვა ზომების მიღებაა, იცვლება ქვეყნის მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით და ინერგება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების ახალი ზომები და უფრო მკაცრი ჯარიმები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
13 მაისს პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ზომები შესაძლოა მიმართული იყოს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/05/2025 – საქართველოდან აპრილში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს
- 23/04/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებები დაინიცირდა
- 04/01/2025 – შსს: 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საქართველომ 91 უცხოელი გააძევა, მათ შორის აქციის მონაწილეებიც
- 02/07/2024 – საქართველოდან ივნისში 26 უცხოელი გააძევეს