„ატლანტიკურმა საბჭომ“
კეთილდღეობის 2025 წლის
ინდექსის სრული დეტალური
საანგარიშგებო მონაცემები
გამოაქვეყნა. კვლევაში,
საზოგადოებრივი
კეთილდღეობა გააზრებულია
არა მხოლოდ მოსახლეობის
შემოსავლების დონის,
არამედ სოციალური
თანასწორობის,
უმცირესობათა უფლებების
დაცულობის, გარემოს დაცვის,
განათლების და
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
თვალსაზრისით.უმცირესობის
უფლებების ინდექსის
შეფასების 100%-იანი სისტემით
საქართველომ 74.8% დააფიქსირა
და მსოფლიოს 164 ქვეყნიდან 40
საუკეთესოს შორის 39-ე
ადგილზე
დაწინაურდა.უმცირესობების
უფლებების დაცულობის
ინდექსი ასახავს
დისკრიმინაციას ან/და
ადამიანთა გარიყვას
საჯარო სერვისებიდან,
სახელმწიფო
სამსახურებიდან ან
ბიზნესშესაძლებლობებიდან
გენდერული ნიშნით,
პოლიტიკური აფელირების და
სოციალური ჯგუფის
(ეთნიკური, რასობრივი, ენა,
რეგიონი, კასტა, რელიგიური,
იმიგრაციული სტატუსი და
ა.შ.) კუთვნილების
საფუძველზე.უმცირესობის
უფლებების დაცულობის
შეფასების გაუმჯობესებით
საქართველო 21-ე საუკუნის
საუკეთესო ხუთეულში
მოხვდა. ორგანიზაციის
დასკვნით, ჩვენს საუკუნეში,
ანუ 2001-2024 წლების პერიოდში
მსოფლიოში უმცირესობის
უფლებების დაცულობა
მხოლოდ 0,01% პროცენტული
პუნქტით გაუმჯობესდა,
ევროკავშირში კი პირიქით 0,9
პროცენტული პუნქტით
გაუარესდა. შედარებისთვის
ამ პერიოდში საქართველოში
უმცირესობის უფლებების
დაცულობის მაჩვენებელი 14
პუნქტით არის გაზრდილი.
განსაკუთრებული აღნიშვნის
ღირსია, ის ფაქტი, რომ
საქართველო მსოფლიოში მე-12
ადგილზე გავიდა 2012 წლის
შემდეგ განცდილი
პროგრესის მიხედვით.
ორგანიზაციის შეფასებით,
ბოლო 12 წელიწადში
საქართველოში უმცირესობის
უფლებების დაცულობის
ინდექსი 6,2 პუნქტით
გაუმჯობესდა.
შედარებისათვის ამ
პერიოდში ევროკავშირის
მაჩვენებელი
გაუმჯობესების ნაცვლად 2
პროცენტული პუნქტით არის
გაუარესებული.2012 წლის
შემდეგ გლობალურ
რეიტინგში საქართველო 12
ადგილით დაწინაურდა და
დღეს უმცირესობის
უფლებების დაცულობით
მსოფლიოში 39-ე ადგილზეა,
რეიტინგით კი უსწრებს
ნატოს და ევროკავშირის
წევრს 9 სახელმწიფოს: დიდ
ბრიტანეთს, პოლონეთს,
ხორვატიას, რუმინეთს,
უნგრეთს, ალბანეთს,
ჩრდილოეთ მაკედონიას,
მონტენეგროს,
თურქეთსთავისუფლების და
კეთილდღეობის ინდექსებს
„ატლანტიკური საბჭოს“
თავისუფლების და
კეთილდღეობის ცენტრი
აწარმოებს და ძირითადად
ეფუძნება მსოფლიო ბანკის
გლობალური მმართველობის
ინდიკატორების, გაეროს,
ამერიკული ორგანიზაცია
ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და
ორგანიზაცია „დემოკრატიის
მრავალფეროვნების“
დეტალურ საერთაშორისო
კვლევებს, მეცნიერულ
ექსპერტიზას და
აგრეგირებულ ინდექსებს.