"საქართველო თავისი
ევროპული ღირებულებების
ერთგული უნდა დარჩეს", - ამის
შესახებ ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
მუდმივი კომიტეტის
განცხადებაშია
ნათქვამი."საპარლამენტო
ასამბლეა შეშფოთებას
გამოხატავს საქართველოში
შექმნილი სიტუაციის გამო,
სადაც მთავრობამ,
საარჩევნო დაპირებების
საწინააღმდეგოდ,
ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ
მოლაპარაკებების
შეჩერების შესახებ
გამოაცხადა. ამ
გადაწყვეტილებამ შესაძლოა
მნიშვნელოვანი გავლენა
იქონიოს რეფორმების
განხორციელებაზე, რომელიც
აუცილებელია საქართველოში
კანონის უზენაესობისა და
დემოკრატიული
ინსტიტუტების
ფუნქციონირების
გასაძლიერებლად", -
ნათქვამია
განცხადებაში.ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეა საქართველოში
ჩატარებული საპარლამენტო
არჩევნების
სადამკვირვებლო ანგარიშს
იანვარში დაგეგმილ
სესიაზე განიხილავს.