საქართველო ერთგულია
გლობალური ენერგეტიკული
გარდაქმნის დაჩქარებისა
და 2050 წლამდე ნახშირბადის
ნულოვანი მაჩვენებლის
მიღწევის იდეისადმი, - ამის
შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ COP29-ის ფარგლებში
გამართული მრგვალი
მაგიდის ფორმატის
შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation
Action განაცხადა.მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა, რომ
საქართველო აფართოებს
განახლებადი ენერგიის
წყაროების გამოყენებას,
აუმჯობესებს
ერგოეფექტურობას,
აერთიანებს ქსელს მეზობელ
ქვეყნებთან და მოქმედებს
კლიმატურ ცვლილებებთან
გამკლავების გლობალური
მიზნების პოლიტიკის
შესაბამისად.„საკანონმდებლო
რეფორმებით, მწვანე
ტექნოლოგიებში
ინვესტირებითა და
საზოგადოების
ინფორმირებულობის
ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ
გარდაქმნის
გზაზე.ევროკავშირთან
ასოცირების შეთანხმების
შესაბამისად, მივიღეთ
კანონი ენერგოეფექტურობის
შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში
შევიმუშავეთ 15
კანონქვემდებარე აქტი
სხვადასხვა სექტორში
ენერგიის მოხმარების
შესამცირებლად. კანონში
ცვლილებები 2024 წელს შევიდა
და ის უკვე ევროკავშირის
სტანდარტებს
აკმაყოფილებს, რადგან
ახალი მშენებლობებისგან
გამკაცრებული ნორმების
დაკმაყოფილებას, ხოლო
არსებული შენობებისგან
სავალდებულო სტანდარტის
დაცვას
მოითხოვს.საქართველომ
ასევე დაამტკიცა კანონი
განახლებადი ენერგიის
შესახებ და 8
კანონქვემდებარე აქტი,
რომლებიც განახლებადი
ენერგიის მიმართულების
გაძლიერებას ისახავს
მიზნად; დაგეგმილია
ბიოსაწვავის რეგულირება
და განახლებადი ენერგიის
მონტაჟის სერტიფიცირება 2025
წლამდე. გარდა ამისა,
გერმანიისა და აზიის
განვითარების ბანკების
მხარდაჭერით ვიკვლევთ
მწვანე წყალბადის
შესაძლებლობებს, ხოლო
მსოფლიო ბანკთან ერთად
შემუშავებული „მწვანე
ზრდის სტრატეგიის“
განხორციელება 2023 წელს
დავიწყეთ,“- განაცხადა
პრემიერმა.