საქართველო არის
მსოფლიოში ერთადერთი
ქვეყანა, რომელსაც
კონსტიტუციაში უწერია, რომ
ყველა მთავრობამ
ძალისხმევა არ უნდა
მოაკლოს ევროკავშირში
გაწევრიანებას, - განაცხადა
უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ
ორბანმა მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
პრესკონფერენციაზე.„ქართველმა
ხალხმა მშვიდობისა და
ევროპული არჩევანი
გააკეთა. მიმაჩნია, რომ
მმართველი პარტია
ერთგულია ევროპული
ინტეგრაციის. ამიტომ,
ერთგულების კითხვის
ნიშნის ქვეშ დასმა
სასაცილოა“, - აღნიშნა
ორბანმა.