უნგრეთის
პრემიერ-მინისტრი,
დელეგაციასთან ერთად,
ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში, თბილისში გუშინ
ჩამოვიდა. ვიქტორ ორბანს
აეროპორტში საქართველოს
პირველი ვიცე-პრემიერი
ლევან დავითაშვილი,
საქართველოში უნგრეთის
ელჩი და სხვა ოფიციალური
პირები დახვდნენ.ევროპული
საბჭოს პრეზიდენტი
ქვეყნის უმაღლესი
წარმომადგენლის ვიზიტს
აფასებენ მმართველ გუნდში,
სადაც ამბობენ, რომ
ევროპული ქვეყნის ლიდერის
ვიზიტი არჩევნების შემდეგ
მიუთითებს იმაზე, რომ
საქართველოს ჰყავს
ჭეშმარიტი მეგობარი,
რომელიც მიიყვანს მას
ევროპულ ოჯახში."ძალიან
მნიშვნელოვანი ორბანის
ვიზიტი ქვეყანაში. არა
მხოლოდ ევროპული ქვეყნის
ლიდერის, არამედ, ქვეყნის,
რომელიც ევროპის საბჭოს
პრეზიდენტი ქვეყანაა
მომავალი 6 თვის
განმავლობაში. ჩვენ ძალიან
კარგ პერიოდში გვიწევს
მასთან მეგობრობა და ის
გამოწვდენილი ხელი,
რომელიც უნგრეთის მხრიდან
გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ
მიუთითებს იმაზე, რომ
საქართველო არის ევროპის
გზაზე და საქართველოს
ჰყავს ჭეშმარიტი მეგობარი,
რომელიც მიიყვანს
საქართველოს ევროპულ
ოჯახში," - განაცხადა
პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.