საქართველო 2025 წელს
ენერგეტიკული
გაერთიანების პრეზიდენტი
ქვეყანა იქნება, - ეს
ფუნქცია საქართველოს,
როტაციით, ენერგეტიკული
გაერთიანების 22-ე
მინისტერიალის საბჭოს
სხდომაზე, ავსტრიის
დედაქალაქ ვენაში
გადმოეცა.ეკონომიკის
სამინისტროს ცნობით,
საქართველო, როგორც
პრეზიდენტი ქვეყანა, 2025
წლის განმავლობაში
შეძლებს, უფრო აქტიური
მონაწილეობა მიიღოს
ენერგეტიკული
გაერთიანების დღის
წესრიგით
გათვალისწინებული
ღონისძიებათა დაგეგმვასა
და განსახილველი
საკითხების შემუშავების
პროცესში."22-ე
მინისტერიალის სხდომაზე
განსაკუთრებული აქცენტი
გაკეთდა გაერთიანების
ქვეყნებში განახლებადი
ენერგიების
განვითარებაზე,
ენერგოეფექტურობისა და
დეკარბონიზაციის
ამოცანების შესრულებასა
და ახალი რეგულაციების
შემუშავებაზე, რომელმაც
უნდა შეუწყოს ხელი, ერთი
მხრივ, ენერგეტიკული
გაერთიანების წინაშე
აღებული ვალდებულებების
შესრულებას და მეორე მხრივ,
გააძლიეროს ევროკავშირის
და ენერგეტიკული
გაერთიანების წევრი
ქვეყნების ენერგეტიკული
უსაფრთხოება და
ენერგოდაკავშირებადობა", -
აღნიშნულია უწყების მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.აღსანიშნავია,
რომ საქართველო აღნიშნული
ორგანიზაციის წევრი 2017 წელს
გახდა.