საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა იმსჯელა
მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის
წარდგენილ დოკუმენტზე - „2019
წლის 18 ივნისის
„საქართველოსა და
რეკონსტრუქციისა და
განვითარების
საერთაშორისო ბანკს შორის
სასესხო შეთანხმების
(ინოვაციის, ინკლუზიურობის
და ხარისხის პროექტი -
საქართველო I2Q)“ მეორე
ცვლილება“.განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილის, ბაია კვიციანის
განცხადებით, სასესხო
შეთანხმება 2019 წელს
გაფორმდა.შეთანხმების
თანახმად,
რეკონსტრუქციისა და
განვითარების
საერთაშორისო ბანკმა
სესხის სახით გამოყო 90
მილიონი ევრო, რაც
სკოლამდელ განათლებაზე
წვდომის გაფართოებისკენ,
ასევე, განათლების და
სასწავლო გარემოს
ხარისხის
გაუმჯობესებისკენ
მიიმართა.2020 წელის 16
სექტემბერს ხელი მოეწერა
სასესხო შეთანხმების
ცვლილებას, რაც
გულისხმობდა სამინისტროს
მხრიდან არსებული
თანადაფინანსების 20%-ის
ცვლილებასა და პროექტის
100%-იან დაფინანსებას
რეკონსტრუქციისა და
განვითარების
საერთაშორისო ბანკის
მხრიდან.ამ ეტაპზე
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
სამინისტრომ ფინანსთა
სამინისტროს მიმართა
სასესხო შეთანხმების
ცვლილებების
განსახორციელებლად, რომ
სესხის დახურვის თარიღად 2026
წლის 31 მარტის ნაცვლად
განისაზღვროს 2027 წლის 31
მარტი.კომიტეტმა მხარი
დაუჭირა სარატიფიკაციოდ
წარდგენილ დოკუმენტს.