პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის სხდომაზე
დეპუტატებმა 2025 წლის
სამოქმედო გეგმის
პრიორიტეტებსა და
მიმართულებებზე იმსჯელეს
და დაამტკიცეს.წელსაც
კომიტეტის ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტი
საბიუჯეტო პროცესი იქნება.
მანდატიდან გამომდინარე
კომიტეტის საქმიანობა
მოიცავს საბიუჯეტო და
მონეტარული პოლიტიკის
ზედამხედველობას,
სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ანგარიშების
განხილვას.ამ
მიმართულებებით
კანონშემოქმედებითი
საქმიანობის გააქტიურებას
და საპარლამენტო
ზედამხედველობის
გაძლიერებას.