სასწრაფოდ არის საჭირო
საერთაშორისო მოქმედება,
რათა შეჩერდეს
საქართველოში
დემონსტრანტებისა და
ჟურნალისტების წინააღმდეგ
სასტიკი ძალადობა, – ამის
შესახებ დანიის საგარეო
საქმეთა მინისტრი ლარს
ლოკე რასმუსენი სოციალურ
ქსელ X-ში წერს.როგორც ლარს
ლოკე რასმუსენი წერს,
დაუსჯელობა უნდა
დასრულდეს.„უნდა
დასრულდეს დაუსჯელობა და
ორგანიზატორებმა პასუხი
აგონ. დანია პარტნიორებთან
ერთად მუშაობს კონკრეტულ
ზომებზე“, – წერს დანიის
საგარეო საქმეთა მინისტრი.