ავიაკომპანია „ჯორჯიან
ეარვეისი“ აპრილიდან,
ზაფხულის სანავიგაციო
სეზონზე თბილისიდან
პირდაპირ ფრენებს ახალი
ევროპულიმიმართულებებით:
იტალიაში, რომსა და ფორლიში
იწყებს. ამის შესახებ
ინფორმაციას „ჯორჯიან
ეარვეისი“
ავრცელებს.„ფორლის
მიმართულებით პირდაპირი
რეისები 24 აპრილიდან
კვირაში ერთხელ ხუთშაბათს,
ხოლო რომის აეროპორტ
ფიუმიჩინოს მიმართულებით 26
აპრილიდან კვირაში ორჯერ -
ოთხშაბათს და შაბათს
შესრულდება.შესაბამისად,
იტალიის მიმართულებით
შესრულდება ყოველდღიური
ფრენები: კვირაში სამჯერ
მილანში, კვირაში ორჯერ
რომში და კვირაში ერთხელ
ფორლიში.ფორლი იტალიის
სამეციდინო კურორტია,
რომელიც ვიზიტორებს
სთავაზობს ევროპული
სტანდარტის სამედიცინო
ჩექაპს, რეაბილიტაციას,
გამაჯანსაღებელ
პროცედურებს და თერმულ
სპა-ცენტრებს.ასევე,
ზაფხულის სანავიგაციო
სეზონზე დაემატება მეოთხე
სიხშირეები პარიზისა და
ნიცის
მიმართულებით.„ჯორჯიან
ეარვეისი“ ზაფხულის
სანავიგაციო სეზონზე
გააგრძელებს პირდაპირ
ფრენებს ევროპის სხვა
მიმართულებითაც: ვენაში,
ამსტერდამში, ბერლინში და
ლარნაკაში.აღსანიშნავია,
რომ „ჯორჯიან ეარვეისი“
ევროპის მიმართულებით
პირდაპირ ფრენებს დღის
საათებში ასრულებს, რაც
განსაკუთრებით
კომფორტულია
მგზავრებისთვის.
ავიაბილეთის სტანდარტულ
ტარიფში შედის
ჩასაბარებელი
ბარგიც.პირდაპირი ფრენები
შესრულდება “ბოინგ 737-700“,
„ბოინგ 737-800“ და “ბოინგ 767”
ტიპის ავიახომალდებით“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.