სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ – ქართველ ვარსკვლავზე ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

Pnews 2 კვირის წინ 28
სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ – ქართველ ვარსკვლავზე ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

სტატისტიკური გვერდის Sofascore-ს მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მიმდინარე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.

Pnews.ge გთავაზობთ ხვიჩას რამდენიმე სტატისტიკას, რომლითაც ქართველი მტელს ჩემპიონატში გამორჩეულია.

კვარაცხელიას საშუალო შეფასება მატჩში 7.85 ქულაა და პირველ ადგილზე იმყოფება.

მეორე ადგილზე მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩია 7.62 ქულით.

აღსანისნავია რომ ათეულში კვარას გარდა კიდევ ორი ნეაპოლელია. ჯოვანი დი ლორენცო 7.55 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ნაპოლის ახალწვეული მცველი ალესანდრო ბონჯორნო 7.48 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

კვარაცხელია ასევე გოლს+გადაცემით მეორე ადგილს იყოფს მარკუს ტურამთან ერთად. ხვიცას ანგარიშზე 5 გოლს+ასისტია.

კარში საშუალო დარტყმებით კვარა მეორე პოზიციაზეა. ქართველი მატჩში 4.2 დარტყმას ახორციელებს.

The post სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ – ქართველ ვარსკვლავზე ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია