Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია
და სატელეფონო
მომსახურება ახლა უკვე
ქართულ ენაზეა
ხელმისაწვდომი. ამის
შესახებ ავიაკომპანია
იტყობინება. კერძოდ,
შესაძლებელი ხდება
სატელეფონო მომსახურების
მიღება და საჩივრების
ქართულად
გაგზავნა.“ქართულენოვანი
აპლიკაცია ავიაკომპანიის
მხრიდან კიდევ ერთი
ინვესტიციაა ციფრულ
განვითარებასა და
მომხმარებელზე
ორიენტირებულ, ლოკალურ
გადაწყვეტილებებში.
ქართველი მგზავრები
ბევრად მარტივად შეძლებენ
აპლიკაციით სარგებლობას –
ფრენების ძიება, დაჯავშნა
და ბილეთების მართვა
მოხდება უფრო მარტივად,
სწრაფად და კომფორტულად”, -
იტყობინება
ავიაკომპანია.Wizz Air-ის
აპლიკაცია ხელმისაწვდომია
როგორც iOS, ისე Android
პლატფორმებზე და მოიცავს
ფუნქციებს, როგორებიცაა:
მობილური რეგისტრაცია,
რეალურ დროში ფრენის
განახლებები, ბორდინგ
პასის შენახვა,
შეტყობინებები ფრენის
სტატუსის შესახებ.
მომხმარებლებს შეუძლიათ,
გადმოტვირთონ აპლიკაცია
ამ
ბმულისმეშვეობით.ცნობისთვის,
Wizz Air-ი საქართველოში,
ქუთაისის აეროპორტში 2016
წლიდან დაფრინავს. დღემდე
ავიაკომპანიით 6 მილიონზე
მეტმა მომხმარებელმა
იმგზავრა როგორც
საქართველოდან, ასევე
საქართველოში.