სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის შესახებ

Pnews 1 თვე წინ 50
სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის შესახებ

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე, ულამაზესი დარტყმით „ჰაიდენჰაიმს“ ქულა გადაურჩინა.

ზივზივაძეს წარმატებული თამაში დაუფასდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. Sofascore-მა ბუდუს თამაში 8.1 ქულით შეაფასა, რაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის დასასაკუთრებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნახეთ :

The post სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის შესახებ appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია