საპროტესტო აქციის დაშლის
დროს დაშავებულმა 22 წლის
ალექსი თირქიამ
მედიკამენტური ძილიდან
გაიღვიძა. ინფორმაციას
სოციალურ ქსელში ოჯახი
ავრცელებს."სასიხარულო
ამბავი გვაქვს... ალექსიმ,
გაიღვიძა და რეაგირებს
ყველაფერზე...რჩება
რეანიმაციულ
განყოფილებაში,
სტაბილურად მძიმე, იგივე
რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ
ყველაფერი კარგად იქნება", -
წერს ეკა
თირქია.ცნობისათვის,
ალექსი თირქია 3 დეკემბერს,
რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე საპროტესტო
აქციის დროს დაშავდა.
ექიმების განცხადებით,
პაციენტი საავადმყოფოში
სკალპის ღია ჭრილობით,
შუბლის ძვლის და თვალბუდის
და ზედა კიდის კედლის
მოტეხილობით, შუბლის წილის
კონტუზიური დაზიანებით და
თავის ტვინის გარსებში
ტრავმული სისხლჩაქცევებით
შეიყვანეს.