„სასამართლოშიც
დავდივართ, შესაბამისად,
იგივე სასამართლოში, სადაც
ჩვენ ვხედავთ, რომ
თავისუფლება საერთოდ არ
არსებობს, გვსურს, რომ
მოვიდეს თეა წულუკიანი და
დაიკითხოს მოწმედ," - პარტია
"ლელო - ძლიერი საქართველოს"
პოლიტიკური საბჭოს
თავმჯდომარე, ბადრი
ჯაფარიძე პასუხობს
საკითხს, რომლის
თანახმადაც, "ლელო – ძლიერი
საქართველოს" ლიდერები
მამუკა ხაზარაძე და ბადრი
ჯაფარიძე სასამართლოში
თეა წულუკიანის მოწმედ
გამოკითხვას
ითხოვენ.ბადრი ჯაფარიძის
თქმით, საგამოძიებო
კომისია არის ყალბი და მას
პოლიტიკური
ანგარიშსწორებისთვის
იყენებენ.„ჩვენ ხომ
გვესმის, რომ სასამართლო
თავისუფალი არ არის დღეს,
მაგრამ ჩვენ მივდივართ
სასამართლოში, როცა
გვიბარებენ. ჩვენ ხომ
ვიცით, რომ პროკურატურა არ
არის თავისუფალი, მაგრამ
პროკურორის მიერ
წარდგენილ იქნა ბრალდება
ჩემთვის და მე ეს მივიღე
როგორც მოცემულობა და
ფაქტი. ასევე,
სასამართლოშიც დავდივართ,
შესაბამისად, იმავე
სასამართლოში სადაც ჩვენ
ვხედავთ, რომ თავისუფლება
საერთოდ არ არსებობს,
გვსურს, რომ მოვიდეს თეა
წულუკიანი და დაიკითხოს ის
მოწმედ, იმიტომ, რომ მან
ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა
იხმარა ჩვენს მიმართ და
ცილისწამება გააჟღერა. რაც
შეეხება საგამოძიებო
კომისიის ლეგიტიმურობას,
კანონი რისთვის იწერება?
კანონი იწერება იმისთვის,
რომ მას პატივი ვცეთ.
დავანებოთ თავი იმას, რომ
ჩვენ ვამბობთ, რომ
არალეგიტიმური
პარლამენტია, ლეგიტიმური
რომ იყოს პარლამენტი,
კანონით ხომ
განსაზღვრულია, რომ
საგამოძიებო კომისიის
წევრების 50% უნდა იყოს
ოპოზიციიდან? ვინ არის ამ
კომისიაში ოპოზიციონერი?
შეგიძლიათ ერთი გვარი
დამისახელოთ? ოპოზიციის
კვოტით შესვლაზე არ
ვსაუბრობ, რომელიმე
მათგანს ოპოზიციური
სიტყვა დასცდენია "ქართული
ოცნების" მიმართ, რომელიც
დღეს არის კომისიაში? რა
თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ
ეს ხომ სიყალბეა. იქ არ არის
ოპოზიციიდან არავინ.
შესაბამისად, ეს არის ყალბი
კომისია, კანონი რატომ არის
მიღებული, რომ მინიმუმ 50%
უნდა იყოს ოპოზიციიდან?
იმიტომ, რომ მმართველმა
ძალამ საგამოძიებო
კომისია პოლიტიკური
ანგარიშსწორებისთვის არ
უნდა გამოიყენოს. ჩვენ
ვხედავთ, რომ იყენებს
პოლიტიკური
ანგარიშსწორებისთვის," -
აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.