საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის სხდომაზე,
პარლამენტის გამოკლებული
წევრის, გივი მიქანაძის
ადგილმონაცვლის, დავით
დოლიძის უფლებამოსილების
ცნობის საკითხი განიხილეს,
- ინფორმაციას საქართველოს
პარლამენტი
ავრცელებს.„მომხსენებლის,
საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
დავით მათიკაშვილის
ინფორმაციით, პარლამენტის
გამოკლებული წევრის, გივი
მიქანაძის ადგილმონაცვლედ
წარმოდგენილია „ქართული
ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს“ პარტიული
სიის წევრი დავით
დოლიძე.მისი განმარტებით,
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის მიერ
წარმოდგენილია ყველა
საჭირო დოკუმენტი.
კომიტეტის წევრებმა
განხილულ საკითხს მხარი
დაუჭირეს“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.