საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტმა
საპარლამენტო
დელეგაციებში,
კომიტეტებსა და
კომისიებში კვოტები
ახლებურად
განსაზღვრა.კომიტეტის
თავმჯდომარის დავით
მათიკაშვილის
განმარტებით, ბოლო დროს
პარლამენტში
განხორციელებულმა
ცვლილებებმა, 49
დეპუტატისათვის
უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტამ და ახალი
პოლიტიკური ჯგუფის
„ევროპელი სოციალისტების“
შექმნამ, საჭირო გახადა
პარლამენტის კომიტეტებში,
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ
დროებით კომისიასა და
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული
კვოტების ხელახალი
გადანაწილება.ასევე,
წევრთა რაოდენობა და
პროპორციული კვოტები
განისაზღვრა „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებით საგამოძიებო
კომისიაში“. კომისია 10
წევრისაგან
შედგება.კომიტეტმა
განხილულ საკითხებს მხარი
დაუჭირა.