საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტმა
საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილ პეტიციაზე
მხარდამჭერთა
ხელმოწერების ნამდვილობის
შესწავლის საკითხზე
იმსჯელა. პეტიცია
ევროკავშირისადმი
მიმართვას შეეხება.როგორც
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარემ დავით
მათიკაშვილმა აღნიშნა,
კომიტეტმა შეისწავლა
პეტიციაზე მხარდამჭერთა
ხელმოწერების ნამდვილობა
და აღმოაჩინა, რომ ადგილი
აქვს პარლამენტის
რეგლამენტის 203-ე მუხლის
მოთხოვნების
დარღვევას.იმის გამო, რომ
პეტიცია რეგლამენტის
მოთხოვნებს ტექნიკური
თვალსაზრისით არ
შეესაბამება, კერძოდ,
ნამდვილი ხელმოწერების
რაოდენობა არ აღემატება 300
პირის ხელმოწერას,
კომიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება პეტიციის
ავტორს უარი ეთქვას მის
განხილვაზე.