საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტმა
კომიტეტის სხდომაზე
განიხილა საქართველოს
პარლამენტის წევრების
დავით სონღულაშვილის, ეკა
სეფაშვილის, გიორგი
ბარვენაშვილის, ირაკლი
კირცხალიას და ისკო
დასენის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით
წარდგენილი საქართველოს
კანონპროექტი
„კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე” საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და
გამომდინარე
კანონპროექტები. როგორც
მომხსენებელმა,
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
დავით სონღულაშვილმა
განმარტა, ცვლილება შედის
„კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-6
პუნქტში, რომლის მიხედვით,
საჯარო სამართლის
იურიდიული პირის −
საქართველოს კონკურენციის
ეროვნული სააგენტოს
საბჭოს დაკომპლექტების
მიზნით სათანადო
ღონისძიებების
განხორციელების ვადად
განისაზღვრება 2027 წლის 1
თებერვლამდე
პერიოდი. როგორც სხდომაზე
აღინიშნა, „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად,
„ამ კანონით დადგენილი
მოთხოვნების შესრულების
უფლებამოსილების მქონე
ორგანო არის ამ კანონის
საფუძველზე შექმნილი
დამოუკიდებელი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი
− საქართველოს
კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის
სააგენტო.“. შესაბამისად,
წარდგენილი კანონპროექტის
აღნიშნული პუნქტი შეიცავს
უზუსტობას და მოქმედ
კანონთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით,
საჭიროებს ცვლილებას,
კერძოდ, ნორმის
ფორმულირებაში
„საქართველოს
კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს“ ნაცვლად უნდა
მიეთითოს „საქართველოს
კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის
სააგენტო“.„სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის
პროექტის პირველი მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად,
„სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელებული
ცვლილებების ამოქმედების
თარიღად განსაზღვრულია 2027
წლის 1 იანვარი. თუმცა, 2027
წლის 1 იანვრიდან
„სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს
კანონი ძალადაკარგულად
ცხადდება „საჯარო
შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის
ამოქმედებით. შესაბამისად,
წარდგენილი კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
კონკრეტული მუხლების
ამოქმედების
პერიოდისათვის კანონი
დაკარგავს იურიდიულ ძალას,
რაც შეუძლებელს ხდის მის
ცალკეულ მუხლებში
განხორციელებული
ცვლილების ძალაში
შესვლას.კომიტეტმა მხარი
დაუჭირა კანონპროექტს,
რომელსაც პარლამენტი
გამარტივებული წესით
განიხილავს.