საპროტესტო აქციის მეცხრე დღე - როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე წუხელ ღამით

Primetime.ge 1 თვე წინ 43
საპროტესტო აქციის მეცხრე დღე - როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე წუხელ ღამით
დაახლოებით ღამის პირველ საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშლის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა და ერთდროულად ყველა სპეციალურმა საპოლიციო ძალამ მოძრაობაც დაიწყო.საპოლიციო ძალების რუსთაველის გამზირზე გადადგილებამ, მომიტინგეების უკან გადაწევა გამოიწვია, ამ პროცესს დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია.იქამდე, სანამ მოთხოვნა დაშლის შესახებ უშუალოდ რუსთაველის გამზირზე გაჟღერდებოდა, გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებს გასცდა - მომიტინგეებმა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ ისროლეს პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომლის დაშავება გამოიწვია.პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები - როგორც პროტესტის იარაღი, მომიტინგეებმა, პირველად, დაახლოებით 12-ის ნახევრისთვის გამოიყენეს, 1 საათით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე. შეკრებილები ისროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ნივთებს და ასევე, ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს ანათებდნენ ლაზერს.მას მერე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დაიწყო საპოლიციო ღონისძიება. რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ პარლამენტის წინ გამოიყენეს წყლის ჭავლი.წყლის ჭავლს მომიტინგეებმა პიროტექნიკით და ქვებით უპასუხეს.ამას უკვე, სპეციალური საპოლიციო ძალების მხრიდან ცრემლსადენი აირის კაფსულების გამოყენება მოჰყვა.აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის დატოვება დაიწყეს. იყვნენ დაკავებულები და დაშავებულები.ამ დროს, გავრცელდა სახალხო დამცველის განცხადებაც. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, ის მშვიდობიანი იყო და მისი დაშლის საფუძველი არ არსებობდა.მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირიდან სანაპიროზე გადაინაცვლეს და გზა, გმირთა მოედნისკენ გააგრძელეს.აქციის მონაწილეების მსვლელობის პარალელურად, რუსთაველი დაცარიელდა. გამზირი დატოვა სპეციალურმა საპოლიციო ძალებმაც.მომიტინგეების მსვლელობის პირველი ეტაპი გმირთა მოედანზე დასრულდა, აქ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, აღმართეს ბარიკადებითმოგვიანებით, მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს, მსვლელობა პეკინის მიმართულებით გაგრძელდა, სადაც მათ, ასევე სცადეს გზის გადაკეტვასაბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა პეკინის ქუჩიდან, გზა ვაჟა-ფშაველაზე გააგრძელეს, სადაც მეცხრე დღის პროტესტიც დასრულდა.მეცხრე დღესაც, ტრადიციულად აქციის მონაწილეებმა შეკრება საღამოს, რუსთაველის გამზირზე დაიწყეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია