საპროტესტო აქციების მე-13
ღამემ რუსთაველის
გამზირზე მშვიდ
ვითარებაში ჩაიარა. აქციის
მონაწილეებმა შეკრება 19:00
საათიდან დაიწყეს.
ტერიტორიაზე არ
იმყოფებოდა სპეციალური
დანიშნულების რაზმი და
მხოლოდ პოლიციის
რამდენიმე ეკიპაჟი
პატრულირებდა.ადგილზე არ
იყო მობილიზებული არც
წყლის ჭავლის მანქანები.
დემონსტრანტებს გუშინ
პიროტექნიკა არ
გამოუყენებიათ.აქცია
გუშინ დაახლოებით ღამის
პირველ საათზე დასრულდა.
მიტინგის დასრულების
შემდეგ დასუფთავების
სამსახურის
წარმომადგენლებმა
ტერიტორია დაალაგეს, რის
შემდეგაც დედაქალაქის
ცენტრალურ გამზირზე
საავტომობილო მოძრაობაც
აღდგა.