საპროტესტო აქციამ
ჭავჭავაძის გამზირიდან
საზოგადოებრივ
მაუწყებელსა და
რუსთაველის გამზირზე
გადაინაცვლა.
დემონსტრანტების ნაწილი
ისევ ტელევიზიასთან
მივიდა, ნაწილი კი
პარლამენტის
შენობასთან.მთავარი
მოთხოვნა უცვლელია -
დაინიშნოს ხელახალი
არჩევნები, ასევე, აქციის
მონაწილეები აპროტესტებენ
ხელისუფლების
გადაწყვეტილებას მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში
დღის წესრიგში აღარ
დააყენოს ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი.უცვლელია
საზოგადოებრივ
მაუწყებელთან შეკრების
მოტივაციაც - აქციის
მონაწილეები ითხოვენ, რომ
დღეს პოლიტიკურ ლიდერებს
დაეთმოთ პირდაპირ ეთერი,
ასევე, გენერალური
დირექტორის და სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარის
გადადგომას.