საპენსიო სქემაში
გაწევრიანებულ მონაწილეთა
რაოდენობა ერთი მილიონ 612
ათასი ადამიანია, – ამის
შესახებ აღნიშნულია
საქართველოს საპენსიო
სააგენტოს
ინფორმაციაში.მათივე
ცნობით, 2025 წლის 30 აპრილის
მდგომარეობით,
დაგროვებითი პენსიით
ისარგებლა 18,749-მა პირმა,
მათზე პენსიის სახით გაიცა
79.2 მლნ ლარი.„საპენსიო
აქტივების ღირებულება, კი
შეადგენს 6.7 მლრდ ლარს, მათ
შორის დაგენერირებულმა
ამონაგებმა 1.6 მლრდ ლარს
გადააჭარბა“,- აღნიშნულია
საპენსიო ფონდის
ინფორმაციაში.