საპენსიო დანაზოგის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

Primetime.ge 3 თვის წინ 110
საპენსიო დანაზოგის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
საპენსიო სააგენტომ 2024 წლის დეკემბრის საინვესტიციო პორტფელის ანგარიში გამოაქვეყნა.დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა - 1 403 358, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 6 063 600 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა საშუალოდ 4 320 ლარს შეადგენს. (შენიშვნა: ცალკეული მონაწილის საპენსიო დანაზოგი მისი ანაზღაურებიდან გამომდინარე შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლები იყოს).აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების თითქმის 99% ანუ 5.9 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო განთავსებული.უფრო კონკრეტულად, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები საინვესტიციო პროტფელების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 1 393 500 მონაწილე, ფონდის ზომა - 5 997 000 000 ლარი, დანაზოგი ერთ პირზე საშუალოდ 4 303 ლარი;დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 4 714 მონაწილე, 33 100 000 ლარი, დანაზოგი ერთ პირზე საშუალოდ 7 021 ლარი;დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 5 144 მონაწილე, 33 500 000 ლარი, დანაზოგი ერთ პირზე საშუალოდ 6 512 ლარი.
სრულად წაიკითხეთ სტატია