17 მაისს გამოცხადებულ უქმე
დღესთან დაკავშირებით,
საპატრულო პოლიციის
თბილისის, მცხეთის,
ბათუმის, რუსთავისა და
გორის სერვისცენტრები და
საინფორმაციო ქოლცენტრი
არ იმუშავებს. ამის შესახებ
განცხადებას საპატრულო
პოლიცია
ავრცელებს.„საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის
ერთიანი მომსახურების
ცენტრი გაცნობებთ, რომ 17
მაისს გამოცხადებულ უქმე
დღეს, ერთიანი
მომსახურების თბილისის,
მცხეთის, ბათუმის,
რუსთავისა და გორის
სერვისცენტრები, ასევე,
საინფორმაციო ქოლცენტრი
არ იმუშავებს“, – ნათქვამია
განცხადებაში.ცნობისთვის,
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან
17 მაისი უქმე დღედ
გამოცხადდა. 17 მაისს ოჯახის
სიწმინდისა და მშობლების
პატივისცემის დღე
აღინიშნება.