საქართველოს საპატრიარქო 17
მაისთან დაკავშირებით
განცხადებას
ავრცელებს.როგორც
განცხადებაშია აღნიშნული,
ქაშუეთის ტაძარში 14:00
საათზე აღევლინება
პარაკლისი და დაიწყება
საზეიმო მსვლელობა
ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო
ტაძრისკენ.„როგორც
მოგეხსენებათ, სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსისა და
ბიჭვინთისა და
ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტ ილია II-ის
ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17
მაისი ოჯახის სიწმინდისა
და მშობლების
პატივისცემის დღედ
გამოცხადდა.მიმდინარე
წლის 17 მაისს, 13:00 საათზე,
მცხეთა-თბილისის ეპარქიის
(ასევე რუსთავიდან)
სამღვდელოება და
სამრევლოების წევრები
შეიკრიბებიან ქაშუეთის
წმინდა გიორგის სახელობის
ტაძარში, სადაც 14:00 საათზე
აღევლინება პარაკლისი და
დაიწყება საზეიმო
მსვლელობა ყოვლადწმინდა
სამების სახელობის
საპატრიარქო
ტაძრისკენ.ტაძრების
წინამძღვრებს მიეცათ
საპატრიარქო ტახტის
მოსაყდრის, სენაკისა და
ჩხოროწყუს მიტროპოლიტ
შიოს (მუჯირი)
ლოცვა-კურთხევა, მრევლთან
ერთად ჩაერთონ ლოცვით
მსვლელობაში“, –
აღნიშნულია საპატრიარქოს
განცხადებაში.