საპარლამენტო დელეგაცია
უზბეკეთის დედაქალაქში
მაღალი რანგის შეხვედრებს
განაგრძობს. პარლამენტის
თავმჯდომარის
ხელმძღვანელობით, დღეს
დიპლომატიური შეხვედრა
აზიის რეგიონის ქვეყნების
წარმომადგენლებთან
გაიმართება. საპარლამენტო
დელეგაციის
წარმომადგენლების
განცხადებით, განსახილველ
თემებს შორის იქნება,
როგორც
სავაჭრო-ეკონომიკური
საკითხები, ასევე
საქართველოს რეზოლუციის
გაეროში მხარდაჭერის
საკითხი.შეგახსენებთ,
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ
სამხარაძე და მაია ბითაძე
უზბეკეთის რესპუბლიკის
დედაქალაქ ტაშკენტში
მიმდინარე
საპარლამენტთაშორისო
კავშირის 150-ე ასამბლეაში
მონაწილეობენ. ვიზიტის
ფარგლებში ისინი
რამდენიმე პარტნიორ
ქვეყნის წარმომადგენელთან
ნაყოფიერი შეხვედრები
გამართეს.