უკვე ერთი წელია, კითხვა
ისმება, დაწესდება თუ არა
სანქციები, რა საკვირველია,
სანქციების დაწესების
მოლოდინი არ გვაქვს, რადგან
არ ვიმსახურებთ და საკუთარ
ქვეყანას ვემსახურებით, –
ამის შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკის თქმით,
კონსტრუქციულობა და
დიპლომატიური მექანიზმები
გაიმარჯვებს.„საკუთარ
ქვეყანას ვემსახურებით და
ამისთვის დასანქცირების
მოთხოვნა იმ უზნეობას
აჩვენებს, რაც ჩვენს
ოპონენტ პოლიტიკურ
სუბიექტებს ახასიათებთ.
მსოფლიოში შექმნილი
რეალობა მიანიშნებს იმაზე,
რომ მომავალია –
მოლაპარაკებებისა და
საერთო პოზიციების პოვნის
და განვითარების, რადგან
მსოფლიო ძალიან მძიმე
გამოწვევებისა და
განსაცდელის წინაშე დგას,
რაც შეიძლება მხოლოდ
მოლაპარაკებებით
გადაწყდეს. რა საკვირველია,
საქართველოც არის თუნდაც
მცირე სეგმენტი ამ
პროცესებში. მგონია, რომ
კონსტრუქციულობა და
დიპლომატიური მექანიზმები
გაიმარჯვებს“, – განაცხადა
ვოლსკიმ.