სანქციების გამო პრობლემებს რეკორდული რაოდენობის რუსული კომპანიები უჩივიან

News.ge 18 საათი წინ 3
სანქციების გამო პრობლემებს რეკორდული რაოდენობის რუსული კომპანიები უჩივიან

რუსული ბიზნესი დასავლეთის სანქციების მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად პრეზიდენტ ს განცხადებისა, რომ ისინი ეკონომიკისთვის „სასარგებლოა“. ს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის ნოემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსხვილი რუსული კომპანიების ტოპ მენეჯერების თითქმის 70%-მა აღიარა, რომ მათი საწარმოები დაზარალდნენ სანქციებით, იტყობინება რუსული მედია.
ეს არის რეკორდული წილი ომის დაწყებიდან: თუ 2022 წლის აპრილ-მაისში კომპანიების 59,2% უჩიოდა სანქციების გამო სირთულეებს, მაშინ 2022 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 66,2%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის გაზაფხულზე დაეცა 60,6%-მდე, მაგრამ კვლავ დაიწყო ზრდა – 69,3%-მდე 2024 წელს. არც ერთმა ტოპ მენეჯერმა არ დაადასტურა სანქციებიდან რაიმე სარგებელი.

სრულად წაიკითხეთ სტატია