სანქციები გამოიყენებოდა
როგორც შანტაჟის
ინსტრუმენტი, ქვეყნის
წინააღმდეგ. ინტერესი იყო
ერთადერთი - ქვეყნის ომში
ჩართვა, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
ზესტაფონში
განუცხადა.პრემიერის
თქმით, ამ შანტაჟს
ვერავითარ შემთხვევაში
ვერ ექნება
ეფექტი.„ჩვენთვის
ნაკლებად არის ეს საკითხი
საინტერესო. სანქციები
გამოიყენებოდა როგორც
შანტაჟის ინსტრუმენტი,
ქვეყნის წინააღმდეგ.
ინტერესი იყო ერთადერთი -
ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა
არც ერთ შემთხვევაში ჩვენი
მხრიდან არ იქნება
დაშვებული ისეთი ნაბიჯის
გადადგმა, რომელიც
გულისხმობს ქვეყნის
განადგურებას.
შესაბამისად, ამ შანტაჟს
ვერავითარ შემთხვევაში
ვერ ექნება ეფექტი“, -
განაცხადა პრემიერმა.