სამხედრო საფრთხის მიუხედავად ისრაელში უბნები გაიხსნება, უკრაინაში კი არა

Civil Georgia 1 კვირა წინ 21
სამხედრო საფრთხის მიუხედავად ისრაელში უბნები გაიხსნება, უკრაინაში კი არა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობის მიუხედავად, ისრაელში ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნება. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინაში ომის გამო საარჩევნო უბნების გასნაზე სამინისტრო უარს აცხადებს.

„ისრაელში ესკალაციის  მიუხედავად,  ამჟამად  არსებული ვითარება იძლევა შესაძლებლობას ჩატარდეს არჩევნები, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული ტექნიკურ-ლოჯისტიკური საკითხები, რაც ასევე დაგვიდასტურა ისრაელის მხარემ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების დღეს ქვეყანაში უსაფრთხოების დონე შეიცვალა, ისრაელის მხარესთან კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 26 სექტემბერს განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ცესკო-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე იქნა მიღებული იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვდნენ.

საზღვარგარეთ შეზღუდული რაოდენობის უბნების გახსნის გადაწყვეტილებას ქართველი ემიგრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და თავად საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამი საჩივარი შევიდა, მაგრამ ყველა მათგანი სასამართლომ 30 სექტემბერს დაუშვებლად ცნო.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია