სახალხო დამცველი, ლევან
იოსელიანი პლენარულ
სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის
წარადგენს. ომბუდსმენმა
ვრცლად ისაუბრა 2024 წლის
საპროტესტო აქციებსა და
გამოვლენილ დარღვევებზე.
დეპუტატების კითხვებიც
ძირითადად სწორედ ამ
მიმართულებით ისმოდა."2024
წელი საპროტესტო აქციებზე
უფლებადარღვევების
კონტექსტში განსაკუთრებით
მძიმე და
დასამახსოვრებელი იყო.
უფლებადარღვევების წყება,
ძირითადად, 2024 წლის
აპრილი-მაისის საპროტესტო
აქციებზე დაიწყო.
გაზაფხულის საპროტესტო
აქციებზე ჩადენილი
ძალადობის ფაქტებზე
სამართალდამცავი
ორგანოების
თანამშრომლების
პასუხისმგებლობის
დაუკისრებლობა, ასევე,
ეფექტიანი პრევენციული
ღონისძიებების
გაუტარებლობა, მაგალითად,
სპეცრაზმელების
ამოსაცნობი ნიშნებით
არაღჭურვა, 2024 წლის 28
ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ
მარტამდე საპროტესტო
აქციებზე არაპროპორციული
ძალისა და არასათანადო
მოპყრობის კიდევ უფრო
მასშტაბური გამოყენების
წინაპირობა
გახდა.სამართალდამცავი
ორგანოების
თანამშრომლების მხრიდან
მოქალაქეთა ცემისა და
ძალადობის გარდა, ამავე
პერიოდში ადგილი ჰქონდა
უცნობი პირების მხრიდან
სამოქალაქო აქტივისტების,
ჟურნალისტების, საჯარო
ფიგურების დევნასა და
ძალადობას, ორგანიზებულ
სატელეფონო მუქარებსა და
სხვადასხვა სახის
გამოხატულ ძალადობრივ
შეუწყნარებლობებს.
სამწუხაროდ, წლის
განმავლობაში გამართული
აქციების კონტექსტში,
არცერთი
სამართალდამცველის მიმართ
სისხლის სამართლებრივი
დევნა არ დაწყებულა," -
აღნიშნა ლევან იოსელიანმა.