უკრაინელი ჟურნალისტის
განცხადებას, რომ "ქართული
ოცნების" წევრებისთვის
ევროსაბჭოს მიერ
უფლებამოსილების
შეჩერებაზე, ქართველ
ოპოზიციასთან ერთად,
უკრაინული დელეგაცია
მუშაობდა, შეფასებები
მოჰყვა მმართველ
გუნდში.უმრავლესობაში
ამბობენ, რომ უკრაინა კვლავ
ცდილობს საქართველოს შიდა
პოლიტიკურ საქმეებში
ჩარევას. "როგორც ჩანს,
დღესაც არსებობს ინტერესი,
რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ
იყოს მეორე ფრონტი, ომი და
არა ის მშვიდობა, რომელიც,
როგორც იცით, პრეზიდენტ
ტრამპის მთავარი ამოცანაა.
სწორედ მშვიდობის გამო
ისჯება ჩვენი ქვეყანა.
სამწუხაროა, რომ, რადიკალურ
ოპოზიციასთან ერთად,
სწორედ უკრაინა იყო ამ
რეზოლუციის ინიციატორი.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით
იმას, რომ ეს ქვეყანა ომშია,
თუმცა, რა თქმა უნდა,
მიუღებელია ასეთი
დამოკიდებულება - ჩვენ
მოვისმინეთ მათი
წარმომადგენლების
განცხადებები ჩვენს
ქვეყანასთან
დაკავშირებით, რაც, რა თქმა
უნდა, მიუღებელია", -
აცხადებს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ლადო
ბოჟაძე.