დაბრუნება დიდ სპორტში -
სამწლიანი პაუზის შემდეგ
ზვიად პატარიძემ
ჩემპიონის ტიტული კიდევ
ერთხელ, ამჯერად შეერთებულ
შტატებში მოიპოვა.
ნიუ-იორკში „ბილ ფარელის"
სახელობის ტრადიციული
საერთაშორისო ტურნირი
ჩატარდა, სადაც ქართველი
მძიმეწონოსანი,
საქართველოს სახელით
ტურნირის ჩემპიონი გახდა.
პატარიძემ ფინალში
ამერიკის დროშის ქვეშ
მოასპარეზე კუბელი
ფრიმანი 6-0 დაამარცხა,
მანამდე კი უკრაინელ
ვიშნიცკის და ამერიკელ
მესონს უშანსოდ
მოუგო.ქართველი მოჭიდავე
ამერიკაში რამდენიმე თვეა
ცხოვრობს და მას
საქართველოს
ბერძნულ-რომაული სტილით
ახალგაზრდული ნაკრების
ყოფილი მთავარი მწვრთნელი
ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს.
სპორტსმენის მთავარი
მიზანი 2028 წლის
ლოს-ანჯელესში გასამართი
ოლიმპიადაა, რომლისთვისაც
მზადება დაწყებული აქვს.
ზვიად პატარიძე
საქართველოს
ბერძნულ-რომაულ ნაკრებში
ყველაზე პერსპექტიულ და
იმედისმომცემ ფალავნად
ითვლებოდა. ქართველთა
შორის მას ყველაზე მეტჯერ - 6
ჯერ აქვს მოგებული
მსოფლიოს ჩემპიონატი
ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა
და U23-ს შორის.