სამტრედიაში 22 წლის რეზო
რუხაძეს
ეძებენ.ადგილობრივი
მედიის ინფორმაციით,
ახალგაზრდა სახლიდან,
სოფელ იანეთიდან, გუშინ,
დაახლოებით, 12 საათზე
გავიდა.იგი მას შემდეგ არ
დაბრუნებულა. ოჯახი
დახმარებას
ითხოვს.ინფორმაციის
არსებობის შემთხვევაში,
დარეკეთ ტელეფონის
ნომერზე: 571- 222- 943, ან
შეატყობინეთ
პოლიციას.დაკარგული ბიჭის
შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს მისი და. პოსტს
უცვლელად გთავაზობთ:„ჩემი
ძმა, რეზო რუხაძე, 22 წლის,
გუშინ, დაახლოებით 12 საათზე
გავიდა სახლიდან და მას
შემდეგ არ დაბრუნებულა.
არანაირი კავშირი არ
გვაქვს მასთან. მისამართი,
საიდანაც გავიდა:
სამტრედიის რაიონი სოფელი
იანეთი.აღნაგობა: საშუალო
სიმაღლის შავთმიანი ბიჭი.
ეცვა შავი შარვალი, შავი ან
მწვანე ზედა, ასევე აქვს
სამხედრო დიდი ზომის
ზურგზაგი. თუ ვინმეს გაქვთ
რაიმე ინფორმაცია, თუ ნახეთ
ან შეამჩნიეთ სადმე, გთხოვთ
დაგვიკავშირდეთ
დაუყოვნებლივ:571 222 943გთხოვთ
მაქსიმალურად გაავრცელოთ
ეს ინფორმაცია რათა რაც
შეიძლება მეტმა ადამიანმა
გაიგოს. თქვენი ერთ-ერთი
გაზიარება შეიძლება
გადამწყვეტი იყოს“,- წერს
და.