სამინისტრო და ბიუროკრატია რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესია, მაგრამ კულტურა და სპორტი ისეთი უნიკალური სახეობებია, არცერთ მათგანს თავისი შინაარსით სამინისტრო არ სჭირდება - იაგო ხვიჩია

Primetime.ge 2 თვის წინ 62
სამინისტრო და ბიუროკრატია რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესია, მაგრამ კულტურა და სპორტი ისეთი უნიკალური სახეობებია, არცერთ მათგანს თავისი შინაარსით სამინისტრო არ სჭირდება - იაგო ხვიჩია
სამინისტრო და ბიუროკრატია რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესია, მაგრამ კულტურა და სპორტი ისეთი უნიკალური სახეობებია, არცერთ მათგანს თავისი შინაარსით სამინისტრო არ სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, ბიუროკრატიის მიერ გაკეთებული საქმე არაეფექტურია და ყოველთვის ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაზე მიემართება, ვიდრე სპორტის განვითარებაზე.„რაც უფრო ნაკლები სამინისტრო და ბიუროკრატია იქნება, მით უკეთესია, მაგრამ კულტურა და სპორტი ისეთი უნიკალური სახეობებია, რომ არცერთ მათგანს თავისი შინაარსით სამინისტრო არ სჭირდება. შესაბამისად, ერთი გვექნება თუ ორი ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სპორტს და კულტურას საერთოდ თავი უნდა დავანებოთ და მათ განვითარებას ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან ბიუროკრატიის მიერ გაკეთებული საქმიანობები ეფექტური არ არის და ყოველთვის ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაზე მიემართება, ვიდრე სპორტის განვითარებაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა. ამასთან, მან კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა, პირველ მოადგილედ კი შალვა გოგოლაძე. მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, გოგოლაძე უწყების მინისტრი გახდება.სამინისტრო და ბიუროკრატია რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესია, მაგრამ კულტურა და სპორტი ისეთი უნიკალური სახეობებია, არცერთ მათგანს თავისი შინაარსით სამინისტრო არ სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, ბიუროკრატიის მიერ გაკეთებული საქმე არაეფექტურია და ყოველთვის ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაზე მიემართება, ვიდრე სპორტის განვითარებაზე.„რაც უფრო ნაკლები სამინისტრო და ბიუროკრატია იქნება, მით უკეთესია, მაგრამ კულტურა და სპორტი ისეთი უნიკალური სახეობებია, რომ არცერთ მათგანს თავისი შინაარსით სამინისტრო არ სჭირდება. შესაბამისად, ერთი გვექნება თუ ორი ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სპორტს და კულტურას საერთოდ თავი უნდა დავანებოთ და მათ განვითარებას ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან ბიუროკრატიის მიერ გაკეთებული საქმიანობები ეფექტური არ არის და ყოველთვის ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაზე მიემართება, ვიდრე სპორტის განვითარებაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა. ამასთან, მან კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა, პირველ მოადგილედ კი შალვა გოგოლაძე. მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, გოგოლაძე უწყების მინისტრი გახდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია