რამდენიმე წუთის წინ
დასრულდა კონსულტაცია
ოპოზიციონერ ლიდერებს
შორის და ოპოზიციამ
სამოქმედო გეგმად
სამოქმედო გეგმის
ორშაბათს გამოცხადება
გამოაცხადა.„ორშაბათს
მოგახსენებთ სამოქმედო
გეგმას დეტალურად“, -
განაცხადა კოალიცია
„ძლიერი საქართველოს“
წარმომადგენელმა ანა
დოლიძემ შეხვედრის შემდეგ
ბრიფინგზე.„ქუჩა იქნება
ჩვენი გეგმის ერთ-ერთი
ცენტრალური მიმართულება“, -
აღნიშნა „კოალიცია
ცვლილებებისთვის“ წევრმა
ელენე ხოშტარიამ.სამი
ოპოზიციური გაერთიანების
შეხვედრას ესწრებოდნენ:
„კოალიცია
ცვლილებისთვის“, „ძლიერი
საქართველოსა“ და
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობის“
წარმომადგენლები. ამასთან,
შეხვედრაზე არ
იმყოფებოდნენ „გახარია
საქართველოსთვის“
წარმომადგენლები.