საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(თოვა, ქარბუქი და
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ნიჩბისი -
დიდგორი - დიდი თონეთის
საავტომობილო გზაზე
დროებით იზღუდება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. თოვლის და
ზვავსაშიშროების გამო,
საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული - ლასდილი)
მონაკვეთზე, იზღუდება
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ასევე,
საავტომობილო გზის კმ30-კმ184
(ჯვარი - უშგული) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო კმ90-კმ185 (დიზი - უშგული)
მონაკვეთზე, მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების
გამოყენებით. მაღალი
გამავლობის
ავტოტრანსპორტის (ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
მოძრაობა
თავისუფალია.საავტომობილო
გზის კმ1 - კმ29 (ზუგდიდი -
ჯვარი) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.საქართველოს
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური
თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე
დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.