ბოლო რამდენიმე საათში
ავტოსაგზაო შემთხვევას 3
ახალგაზრდა კაცის
სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ
შესახებ სოციალურ ქსელში
შოთო სიხარულიძე პოსტს
აქვეყნებს:„3 ახალგაზრდა
გარდაიცვალა 1 დღეში,
სამივეს დათო ერქვა, დათო
მარგალიტაძე, დათო აბულაძე,
დათო ალავიძე...სულ
ახალგაზრდა, ნარჩევი
სიცოცხლით გაუმაძღარი
ვაჟკაცები დავკარგეთ,
სამივე ავარიით 2
მატოციკლეტით, ერთი
მანქანით... ამდენი
უბედურება კმარა...სულ
გლოვის ზარია, უფალო,
გვაკმარე, ეს რა წელია....
ავარიები მოხდა
სამტრედიაში, ბათუმში,
ქუთაისში...სიკვდილო რა
ძალიან გადიდგულებულხარ?!
გაბედე და თავი გაგვიტოლე !
რა იფიქრე? არც ისეთი
პატარები ვართ, ტკივილის
სიღრმე ვერ ვიგრძნოთ... არც
ისეთი დიდები, ისე
გადავიტანოთ, რომ არ
გაგვიტანოს !!! გათენდეს
ერთი დღე ცუდი არ
წავიკითხოთ, უფალმა
გაანათლოს მათი ლამაზი
სულები,“ - წერს შოთო
სიხარულიძე.