სამეგრელოში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

News.ge 1 თვე წინ 16
სამეგრელოში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

სამეგრელოში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების – სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.
ახლახან, მარტვილში სამეგრელოს სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ერთმანეთს ს N15 საჯარო სკოლა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლა დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა სერგიეთის მოგებით დასრულდა.
სამეგრელოს მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლემ მიიღო.
ახლა ფინალური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს.
ინფორმაციისთვის, სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15-მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება – მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა – რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.
სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სრულად წაიკითხეთ სტატია