შინაგან საქმეთა
მინისტრობის კანდიდატის,
ვახტანგ გომელაურის
განცხადებით,
მნიშვნელოვანია, რომ 2024
წლის პირველი მაისიდან,
ამოქმედდა ცვლილებები,
რომლებიც ძალოვანი
უწყებებიდან დათხოვნილ
მოსამსახურეთა, ასევე
სახელმწიფო კომპენსაციის
მიმღები სხვა პირების
სოციალური გარანტიების
გაუმჯობესებას
ითვალისწინებს.შესაბამისი
განცხადება ვახტანგ
გომელაურმა პარლამენტში,
მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადების ფორმატში,
მოხსენებით წარდგენისას
განაცხადა.„2024 წლის პირველი
მაისიდან ამოქმედდა
საქართველოს მთავრობის
წარდგინებითა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს
ავტორობით მომზადებული
საკანონმდებლო
ცვლილებები, რომლებიც
ძალოვანი უწყებებიდან
დათხოვნილ მოსამსახურეთა,
ასევე სახელმწიფო
კომპენსაციის მიმღები
სხვა პირების სოციალური
გარანტიების
გაუმჯობესებას
ითვალისწინებს. სოციალური
დაცვის გარანტიების
გაუმჯობესების
მიმართულებით პროგრესი
კვლავ გაგრძელდება“, –
განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა.