
“სანამ ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი მოიცლის და დაპოსტავს, რომ გუშინ ავსტრიაში არაჩვეულებრივი შეხვედრა ჰქონდა, რომ აქაურ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ქართულ-ავსტრიული ბილატერალური (ძაან უყვართ ეს სიტყვა) ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრა და “ხაზი ამას და იმას გაესვა” (ესეც მათი წერის სტილია), მანამდე მე გეტყვით, რა უთხრა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას:
უთხრა ის, რომ
კატეგორიულად მიუღებელია საკუთარ მოსახლეობაზე, მით უმეტეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. უნდა შეწყდეს აღნიშნული და დამნაშავეები მიეცნენ სამართალგებას.
თქვა ისიც, რომ საქართველო ქართულმა ოცნებამ დააშორა ევროკავშირს და ეს იმის ფონზე, როცა მოსახლეობის სრული უმრავლესობა პრო-ევროპულია, ასევე ისიც, რომ ქვეყანა უკან მიდის კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
ისიც უთხრა, სასწრაფოდ დაიწყეთ დიალოგი ხალხთან და ოპოზიციასთან და ეს პოლარიზაცია დაასრულეთო. მეც და ევროკავშირიც, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთო.
კიდევ სხვა რამეებიც უთხრა და ლინკს კომენტარებში დაგიტოვებთ, ვისაც მოსმენის სურვილი გაქვთ,” – წერს ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი სალომე სალაძე სოციალურ ქსელში.