სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დამორჩილება იმ რეგულაციის, რომელიც მისი ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას და იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლას გულისხმობს

News.ge 1 კვირა წინ 9
სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დამორჩილება იმ რეგულაციის, რომელიც მისი ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას და იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლას გულისხმობს

როდესაც ლეგიტიმაციაზე საუბრობენ, კარგად ჩანს, რომ ზურაბიშვილიც და დანარჩენი რადიკალური ოპოზიციაც საკუთარი ლეგიტიმაციის პრობლემას ასახელებენ. ლეგიტიმაციაა, რომელიც, ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ და, მეორე მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემა სწორედ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას უდგათ.
„1 120 000 ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“, ჩათვალეთ, ირიბად მიხეილ ყაველაშვილს დაუჭირა მხარი. რეალურად, ლეგიტიმაციის პრობლემა სწორედ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას უდგათ. რაც შეეხება ზურაბიშვილის მცდელობას, მოჰპაროს საზოგადოებას ახალი წელი, პრეზიდენტის ინაუგურაცია, დროა, მოძებნოს ახალი სამსახური. მან თავისი მოღვაწეობა ძალიან დიდი სამწუხარო ნოტებით დაასრულა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიაზრა, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი – ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული იმ ქმედებებით, რის გამოც მას იმპიჩმენტი გამოუცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ. პროცესები განვითარდება იმ კონსტიტუციური წესით, რაც საქართველოშია მიღებული. მოუწევს დამორჩილება იმ რეგულაციის, რომელიც მისი ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას და იქ ს შესვლას გულისხმობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია