სალომე ზურაბიშვილს მის მიერ შექმნილი ქარტიის საპრემიერო კანდიდატად მხარს დავუჭერდი, პრემიერად არა, ღმერთმა დაგვიფაროს - იაგო ხვიჩია

Primetime.ge 2 თვის წინ 79
სალომე ზურაბიშვილს მის მიერ შექმნილი ქარტიის საპრემიერო კანდიდატად მხარს დავუჭერდი, პრემიერად არა, ღმერთმა დაგვიფაროს - იაგო ხვიჩია
ძალიან კმაყოფილი ვარ ქარტიის შესახებ სალომე ზურაბიშვილის იდეით. ამ ქარტიით მან მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა საარჩევნო ბიულეტენმა. კარგი იქნებოდა, თუ იქაც ასე მოხდებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად.„სინამდვილეში, ქართული პოლიტიკური სპექტრი სამად იყოფა: „ქოცები“, „ნაცები“, ანუ ქარტიის ხელმომწერი მხარე და „გირჩი“, რომელიც გასაგები მიზეზებით არ აწერს ხელს. იქ რაც წერია, იმაზე ხელის მოწერა არ შეიძლება. ზურაბიშვილმა ირიბად, მაგრამ მაინც გასაგები გახადა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მონახაზი, მას ამ ქმედებას ვუწონებ. უგულავას ამ აზრშიც არის ლოგიკა. სალომე ზურაბიშვილი წინა არჩევნებზე „ქოცების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ახლა „ნაცების“ საპრემიერო კანდიდატი რომ იყოს, საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტად დაანახებს იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერის პოსტზე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ხვიჩიამ აღნიშნა:„არ ვიცი, ჩემი საქმე რატომაა, ქალბატონი სალომე იქნება თუ არა მის მიერ შექმნილი ქარტიის საპრემიერო კანდიდატი, მაგრამ მას იმ ქარტიის საპრემიერო კანდიდატად მხარს დავუჭერდი. პრემიერად არა, ღმერთმა დაგვიფაროს“.
სრულად წაიკითხეთ სტატია