სალომე ზურაბიშვილს 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ, მგონია, რომ ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 5 საათი წინ 4
სალომე ზურაბიშვილს 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ, მგონია, რომ ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი - ირაკლი კობახიძე
"სერიოზული არაფერი არ არის ამ ე.წ. გეგმაში, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, ახალი გეგმის საჭიროების შესახებ, რომელსაც თავად "შეტევის სტრატეგიას" არქმევს.როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს."სერიოზული არაფერი არ არის ამ ე.წ. გეგმაში, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს იმას, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება. "დიფ სთეითი" საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საუბარი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია