სალომე ზურაბიშვილმა
ორბელიანების სასახლეში
ადვოკატების ნაწილთან
ერთად ბრიფინგი გამართა.
პრეზიდენტის თქმით, ისინი
აქციაზე დაკავებულ და
დაჯარიმებულ პირებს
სამართლებრივ
კონსულტაციებს
გაუწევენ.„ეს ჯგუფი არის
ადვოკატებისა და
იურისტების ჯგუფი,
რომლებიც შეიკრიბნენ, რომ
დაიცვან ჩვენი
მოქალაქეები, მისცენ მათ
სამართლებრივი რჩევები.
ამისთვის მგონი ცხელი
ხაზიც იქნება, თუ არის უკვე
და შემდეგ მათ გაუწიონ
ყველა ის დახმარება, რაც
სჭირდებათ,"- განაცხადა
სალომე ზურაბიშვილმა.