საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი ჯგუფ „განს
ენდ როუსს“ მიმართავს,
საქართველოში კონცერტი
ახალ არჩვენებამდე არ
გამართოს.აღნიშნულის
შესახებ ზურაბიშვილმა
სოციალურ ქსელ X-ში
დაწერა.„შეკვეთილში
დაგეგმილი „განს ენდ
როუსის“კონცერტი არის
სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული,
ივანიშვილის
კონტროლირებადი კონცერტი.
საქართველოში საპროტესტო
აქციები 51-ე დღეა, გრძელდება
და არ შეწყდება ახალ
არჩევნებამდე. კონცერტები
მისასალმებელი იქნება
ამის შემდეგ“, – წერს
ზურაბიშვილი.