სალომე ზურაბიშვილი: ჩიკვაიძე და პაპიაშვილი ასე სასტიკად მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს არ დაემორჩილნენ

News.ge 12 საათი წინ 9
სალომე ზურაბიშვილი: ჩიკვაიძე და პაპიაშვილი ასე სასტიკად მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს არ დაემორჩილნენ

“გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, ს ბიზნეს ბრძანებებს რომ არ დაემორჩილნენ და კანონი რომ არ დაარღვიეს”, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მოსამართლე იზა კელენჯერიძის სახელით გამოცხადებულ  გადაწყვეტილებას.

“უსამართლობა”, – ასეთია ზურაბიშვილის შეფასება. 

პრეზიდენტი დაკავებულების ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ “რეჟიმი 9 წელი და არც 9 თვე, რომ არ გაძლებს ეს უკვე ნათელია”.

ზურაბიშვილი სასამართლოში, სინდისის სხვა პატიმრების ხვალ ჩანიშნულ პროცესსაც ეხმიანება და წერს, რომ “სამარცხვინო სანახაობას სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს ასე სასტიკად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ბრძანებებს რომ არ დაემორჩილნენ და კანონი რომ არ დაარღვიეს.

9 წელი რომ არ გასტანს ეს რეჟიმი და არც 9 თვე, ეს უკვე ნათელია თუნდაც დღევანდელი ყრილობის შემხედვარე თვალისთვის.

მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს მათი პატიმრობა, ერთი დღეც აუტანელია უდანაშაულო ადამიანისთვის.

მათ და მათ ოჯახებს ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და ვუსურვებ მხნეობას ამ განსაცდელის ჟამს.

უსამართლობასთან ბრძოლა ძალიან რთულია, ამავდროულად ეს ყველაზე ღირსეული ბრძოლაა!

ხვალ კიდევ სხვა პროცესია, სხვა სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც სასამართლოსთან და სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ყველას ჩემი პატივისცემა და თანაგრძნობა.

თავისუფლება ყველა სინდისის პატიმრებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია