არ იფიქროთ, რომ რასაც
ზურაბიშვილი ამბობს, ეს მის
თავში მოხარშული
განცხადებებია. ეს არის
გარედან წამოსული
დავალება, რა უნდა თქვას,
როგორ იმოქმედოს, -
განაცხადა დედაქალაქის
მერმა მედიასთან
პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილის შესახებ
დასმული კითხვის
საპასუხოდ.„სალომე
ზურაბიშვილის კონკრეტული
ქმედებები და
განცხადებები
წინააღმდეგობაში მოდიოდა
ქვეყნის ინტერესებთან,
აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს
ადამიანი ქართველ ხალხს,
ჩვენს სამშობლოს არ
ეკუთვნოდა. იმართებოდა
გარე ძალებისგან. არის ამ
ქვეყნის და ქართველი
სახელმწიფოებრიობის
მტერი. საბედნიეროდ, მას
დარჩა ორი პარასკევი.რაც
შეეხება სალომე
ზურაბიშვილის
განცხადებას, რომ ის არის
ქვეყნის ერთადერთი
ლეგიტიმური პრეზიდენტი,
მსგავსი საუბრებით
პირდაპირ შეურაცხყოფას
აყენებს იმ მილიონ 120 000
ადამიანს, ვინც ქვეყანაში
მშვიდობას მხარი დაუჭირა.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს
მის თავში მოხარშული
განცხადებებია. პირიქით, ეს
არის გარედან წამოსული
დავალება, რა უნდა თქვას,
როგორ იმოქმედოს. არ
იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს
რადიკალური დაჯგუფება
აკეთებს, მათი დალაგებული
იყოს. ყველაფერი მოდის
გარედან, როგორც ეტყვიან და
დაავალებენ, ისე უნდა
იმოქმედონ“, - განაცხადა
თბილისის მერმა.ასევე, მან
უპასუხა მედიის შეკითხვას
დიალოგის შესახებ, რაზეც
როგორც სალომე
ზურაბიშვილი, ასევე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძეც საუბრობს და
აღნიშნა, რომ ხელისუფლების
მხრიდან დიალოგისთვის
მზაობა არსებობს.„ამასთან
დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრმა
ბრიფინგებზე ძალიან
ვრცლად ისაუბრა. ჩვენ კარი
არავისთვის დაგვიხურავს,
აბსოლუტურად ღია ვართ
სასაუბროდ. არიან
გულწრფელი ადამიანებთან,
ახალგაზრდებთან, რომელთაც
აქვთ განსხვავებული
შეხედულება ამა თუ იმ
საკითხზე, აბსოლუტურად ღია
ვართ ყველასთან. ვისაც
როგორ ფორმატში უნდა,
გაკეთდეს შეხვედრები,
გაიმართოს მსჯელობა,
დაისვას შეკითხვები და ამ
შეკითხვებს გაეცეს
პასუხი“, - აღნიშნა კახა
კალაძემ.